Thursday, April 14, 2011

პროექტი

პროექტის სათაური
სამცხე-ჯავახეთი - წარსული, აწმყო და მომავალი
პროექტის მთავარი იდეა
შეისწავლონ საკუთარი რეგიონის გეოგრაფია,ისტორიული წარსული, აწმყო, დასახონ მომავალი განვითარების პერსპექტივები
პროექტის აქტუალობა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საქართველოს სამხრეთი კარიბჭეა,აქვს  მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და გეოპოლიტიკური მდებარეობა. აქ გადის თურქეთთან და სომხეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზები, საუკუნის პროექტებად წოდებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობასადენი, ბაქო-თბილისი- ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რაც მნიშვნელოვანია, როგორც რეგიონის, ასევე მთელი საქართველოს უსაფრთხოებისა და მრავალმხრივი განვითარებისთვის (აშენდება ტერმინალების ქსელი, განვითარდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ხალხი, რაც ეკ. წინსვლის საწინდარია). დაწყებულია მტკვარჰესის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური იქნება საქართველოში, აგრეთვე  შენდება ფარავანჰესი, რაც გაზრდის ელექტროენერგიის  საექსპორტო პოტენციალს. ამ ფონზე კიდევ უფრო იზრდება სამცხე-ჯავახეთის  რეგიონის როლი ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ამდენად მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა კარგად შეისწავლონ რეგიონი და გაიაზრონ მისი განვითარების შესაძლებლობები.
პროექტის მიზნები
დაინახონ საქართველო, კერძოდ სამცხე-ჯავახეთი საერთაშორისო ჭრილში. დასახონ რეგიონის მომავალი განვითარების პერსპექტივები, დაინახონ საკუთარი თავი საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.
აღმოაჩინონ  საგანთაშორის კავშირები.
მონაწილეთა ასაკი და რაოდენობა
IX კლასი, 14-15 წელი, 24 მოსწავლე
ვადების ხანგრძლოობა
რვა კვირა
მოსალოდნელი შედეგები
ჩამოუყალიბდებათ  საკუთარი ხედვა საქართველოს, კერძოდ სამცხე-ჯავახეთის ადგილზე საერთაშორისო სივრცეში. შეხვდებიან საინტერესო ადამიანებს, გაიღმავებენ ცოდნას სამცხე-ჯავახეთის, ასევე მეზობელი ქვეყნების  შესახებ, გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევები, პასუხისმგებლობის გრძნობა, ისწავლიან სხვის აზრის პატივისცემას. გაიღმავებენ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან (საძიებო სისტემებიდან, ბიბლიოთეკიდან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან) მოძიების უნარ-ჩვევებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
 IX კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელო (ნ.ბერუჩაშვილი, ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი),
 კომპიუტერული პროგრამები და ვებგვერდები:
Power Point
www.google.com
ვიკიპედია
www.akhaltsikhe.ge
www.akhalkalaki.ge
www.aspindza.ge
www.ninotsminda.ge
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
კომპიუტერი,პროექტორი, ფოტოაპარატი, ბიბლიოთეკა, სამცხე-ჯავახეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები
კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად,(გათვალისწინებული იქნება სუსტი და ძლიერი მოსწავლეების თანაფარდობა ჯგუფებში)
I   ჯგუფი  -  შეისწავლის რეგიონის წარსულს ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით ისტორიულ ნაწილში რეკომენდაციებს გაუწევს ისტორიის მასწავლებელი.
II   ჯგუფი  -  შეისწავლის აწმყოს (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განათლება, ჯანდაცვა), შეხვდებიან სხვადასხვა სპეციალისტებს.
III  ჯგუფი -   შეისწავლის  მომავალს (მოსწავლის თვალით დანახული განვითარების პერსპექტივები )
თვითოეული ჯგუფი მოამზადებს   პრეზენტაციას, სლაიდშოუს power point-ში,
მთელი კლასი მოამზადებს სტენდს, სადაც განთავსდება რეგიონის წარსულის, აწმყოს ამსახველი ფოტოსურათები და ნახატები - მოსწავლეთა თვალით დანახული რეგიონის მომავალი, პრეზენტაცია ჩატარდება სკოლის  დარბაზში . მოსწავლეები მოამზადებენ და განათავსებენ ბლოგზე მასალებს პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმატიკის მასწავლებლის დახმარებით.
საგნის/საგანთა ჯგუფის/ეროვნულ სასწ.გეგმასთან კავშირი
მოსწავლე ახასიათებს და აანალიზებს საქართველოს ბუნებრივ პირობებს;

მოსწავლე უკავშირებს საქართველოს ძირითად ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაპტებს მათ სამეურნეო გამოყენებას;

მოსწავლე განიხილავს საქართველოს მდებარეობას და ადგენს მის მნიშვნელობას;

მოსწავლე აანალიზებს საქართველში მეურნეობის სტრატეგიულ დარგებს და მათი განვითარების პერსპექტივებს

მოსწავლე განსაზღვრავს საქართველოს ადგილს მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვთ
აანალიზებს რუკების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამებისა და სქემების საშუალებით წარმოდგენილ გეოგრაფიულ ინფორმაციას.
შეუძლია ერთ საშუალებაზე მოცემული ინფორმაციის სხვა ფორმატში გამოსახვა (მაგ. ცხრილის მიხედვით გრაფიკისან დიაგრამის აგება).
ფოტოების მიხედვით აანალიზებს საქართველოს პეიზაჟებს.
მოსწავლე მონაწილეობს დისკუსიაში.
დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას.
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
მსჯელობს არგუმენტირებულად.
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა.
აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს.
ამყარებს კონტაქტს მსმენელთან. მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას.
ისტ-ი.
იყენებს სხვადასხვა საძიებო სისტემებს ინფორმაციის მოსაპოვებლად და იყენებს მიზნობრივად.

პროექტის ხელმძღვანელი
გეოგრაფიის მასწავლებელი -  მანანა გოგოლაძე
ისტორიის მასწავლებელი -  ლელა გვირჯიშვილი
ისტ-ი -  მაკა აფრიამაშვილი
ხელმძღვანელის ელფოსტა
gogoladze.66@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი
gogoladze66.blogspot.com

No comments:

Post a Comment